POS · მარაგი · ბუღალტერია · RS.ge

სავაჭრო ბიზნესის სრული სისტემა — POS-იდან დეკლარაციამდე

გაყიდვები, მარაგი და ბუღალტერია ერთ სისტემაში. ზედნადებები RS.ge-სთან პირდაპირ, ცალკე პროგრამის გარეშე.

ბარათის მითითების გარეშე · დემო რეგისტრაციასაც არ საჭიროებს

ბიზნესის მფლობელისთვის

3-ად იყიდე, 5-ად გაყიდე, 2 დაგრჩა — დანარჩენს სისტემა აკეთებს

შენ მხოლოდ ყიდი და ყიდულობ. გატარებები, თვითღირებულება და ნაშთები თავისით იწერება — ბუღალტრული ტერმინები არსად გიჩანს.

სწრაფი გაყიდვა

ბარკოდით ან ძებნით. ინტერნეტი რომ გაითიშოს, სალარო არ ჩერდება — გაყიდვები ტელეფონშივე ინახება და კავშირის დაბრუნებისთანავე თავისით იტვირთება.

  • ბარკოდის სკანერი
  • ოფლაინ-რეჟიმი
  • ქვითრის ბეჭდვა

მარაგი რეალურ დროში

თითოეული საწყობის ნაშთი ცალკე ჩანს. გადაზიდვა საწყობებს შორის, ინვენტარიზაცია და ეტიკეტების ბეჭდვა — ერთ ადგილას.

  • რამდენიმე საწყობი
  • ინვენტარიზაცია
  • შიდა გადაზიდვები

ზედნადები RS.ge-ზე

შემოსული ზედნადები პირდაპირ სისტემაში შემოდის და მარაგს თვითონ ზრდის. გასაცემს იქიდანვე აგზავნი — rs.ge-ზე ხელახლა აკრეფა აღარ გჭირდება.

  • შემოსულის იმპორტი
  • გასაცემის გაგზავნა
  • ავტომატური მარაგი

ვისი რამდენი მაქვს

ვისი რამდენი მაქვს ვალი და ვის რამდენი ვმართებ — ყოველთვის ცოცხალი ციფრი. ურთიერთშედარების აქტს ერთი ღილაკით ბეჭდავ.

  • დებიტორები
  • კრედიტორები
  • შედარების აქტი

ბუღალტერია სრულია — უბრალოდ არ გაწუხებს

დებეტი და კრედიტი შენს ეკრანზე არასდროს გამოჩნდება. მაგრამ ყოველი გაყიდვა და შესყიდვა სწორ გატარებას წერს, ასე რომ შენი ბუღალტერი მზა წიგნებს იღებს — და არა ექსელს, რომელსაც თვის ბოლოს ალაგებს.

ბუღალტრისთვის

წიგნები, რომელსაც შემოწმება უძლებს

სრული ორმაგი ჩანაწერი ქართულ, IFRS-თან თავსებად ანგარიშთა გეგმაზე. გატარებას ხელით არავინ წერს — ის ოპერაციიდან იბადება, წყაროსთან მიბმული.

ავტომატური გატარებები

გაყიდვა, შესყიდვა, დაბრუნება, ხელფასი — ყოველი ოპერაცია ატომურად წერს დაბალანსებულ ჩანაწერს. დებეტი და კრედიტი ბაზის დონეზე მოწმდება: დაუბალანსებელი ჩანაწერი ვერ ჩაიწერება.

უცვლელი ჟურნალი

დაწერილი გატარება არ იშლება. შესწორება სტორნოთი ხდება — თავდაპირველი, სტორნო და ახალი ჩანაწერი სამივე რჩება ჟურნალში. ისტორია ვერავინ გადაწერს უკან.

პერიოდის დაკეტვა

დახურულ თვეში გატარება ბაზამ არ დაუშვას — ეს ტრიგერია, არა UI-ის შემოწმება. დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ ციფრი ადგილზე რჩება.

RS.ge ზედნადებები

შემოსულის Pull და გასაცემის Push პირდაპირ WayBillService-იდან. იმპორტისას პოზიციები ლოკალურ SKU-ებს ებმება, შესყიდვა და გატარება ერთ ნაბიჯში იწერება.

ანგარიშგება

საბრუნავი უწყისი, მოგება-ზარალი, დღგ-ის ანგარიშგება და RS.ge-ის ველების მიხედვით აწყობილი დეკლარაციის მოსამზადებელი — ჟურნალამდე ჩაშლის შესაძლებლობით.

სრული აუდიტ-კვალი

ვინ, როდის, რა შეცვალა — უცვლელ ჟურნალში. პლატფორმის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა კლიენტისთვის ხილულ ლოგში ეწერება, ავტორის მითითებით.

პარტნიორის პროგრამა

ბუღალტრის ადგილი უფასოა — ორივე პაკეტში

კლიენტი იხდის პაკეტის ფასს, შენი წვდომა კი ადგილს არ იკავებს. მთავარი ბუღალტრის როლი ტარიფის ლიმიტებში საერთოდ არ ითვლება.

3+ორგანიზაციიდან
−20%ფასდაკლება

თუ რამდენიმე კლიენტს ერთდროულად მოგვიყვან — ფასდაკლება ყველა მათგანზე ვრცელდება.

ერთი ფასი

იხდი მხოლოდ პაკეტის ფასს — ყველაფერი დანარჩენი შედის

დამატებითი მოდულები, დამატებითი მოწყობილობები, დამატებითი გადასახადები — არ არსებობს.

შედის

მობილური და პლანშეტი

სრული ვერსია, არა შემოკლებული. ტელეფონიდან იმასვე აკეთებ, რასაც კომპიუტერიდან.

შედის

ოფლაინ საბუღალტრო ბლოკნოტი

ცალკე უფასო ხელსაწყო ბრაუზერში — ქართული ანგარიშთა გეგმა, გატარებები და უწყისი. მონაცემები მხოლოდ შენს მოწყობილობაზე რჩება.

გახსნა
შედის

მუშაობს ბრაუზერიდან

ინსტალაცია არ სჭირდება. ახალი ვერსია თავისით მოდის.

მალე

iOS და Android აპლიკაციები

მარკეტებზე გატანისთანავე ესენიც უფასო იქნება — მომხმარებელი მხოლოდ პაკეტის ფასს იხდის.

ტარიფები

გამჭვირვალე ფასი, ფარული ხარჯების გარეშე

30 დღე უფასოდ — ბარათის მითითების გარეშე, ავტომატური ჩამოჭრის გარეშე.

სტანდარტი

ერთი სავაჭრო ობიექტი, მცირე გუნდი

80₾/ თვეში

ფასები დღგ-ის ჩათვლით

  • სრული POS ოფლაინ-რეჟიმით
  • მარაგები და ინვენტარიზაცია
  • სრული ორმაგი ბუღალტერია
  • RS.ge ზედნადებები

მომხმარებლების ადგილები

  • მთავარი მომხმარებელი1
  • ოპერატორი2
  • მოლარე1
  • საწყობის მენეჯერიარ შედის
  • ბუღალტერიადგილს არ იკავებსუფასო
დაიწყე უფასოდ

პრო

რეკომენდებული

მზარდი ბიზნესი, რამდენიმე საწყობი

120₾/ თვეში

ფასები დღგ-ის ჩათვლით

  • ყველაფერი სტანდარტიდან
  • მეტი ადგილი მოლარესა და ოპერატორს
  • საწყობის მენეჯერის ცალკე როლი
  • მრავალსაწყობიანი აღრიცხვა

მომხმარებლების ადგილები

  • მთავარი მომხმარებელი1
  • ოპერატორი3
  • მოლარე2
  • საწყობის მენეჯერი1
  • ბუღალტერიადგილს არ იკავებსუფასო
დაიწყე უფასოდ
ბუღალტრის ადგილი უფასოა

ბუღალტერი ორივე პაკეტში ადგილს არ იკავებს

3+ ორგანიზაციაზე — 20% ფასდაკლება ყველა მათგანზე.

პარტნიორის პროგრამა

დემო

ნახე მუშა სისტემა ახლავე

სატესტო ორგანიზაცია რეალური მონაცემებით — პროდუქტები, გაყიდვები, გატარებები. რეგისტრაცია არ სჭირდება, არაფერს გააფუჭებ.

გახსენი დემო

იხსნება ახალ ფანჯარაში